უბედური შემთხვევა ბათუმში - სავარაუდოდ, მე-16 სართულიდან ლიფტი მოწყდა და ერთი ადამიანი დაიღუპა
ბათუმში, ანგისის ქუჩაზე, ერთ-ერთი კორპუსის ლიფტის შახტაში შუა ხნის კაცი ჩავარდა. ადგილობრივების ცნობით, მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ამავე კორპუსში დასაქმებული იყო.
TV 25-ის ინფორმაციით ლიფტი მე-16 სართულიდან მოწყდა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული. ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.
საქართველოს შს სამინისტროში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, რომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო-სამშენებლო უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.