loader

"ამის გამო გოგონას ფეხების ამპუტაცია დასჭირდა" - ის, რასაც ქალები ხშირად მოიხმარენ, თუმცა მისი საფრთხის შემცველობის შესახებ შესაძლოა, არ იცოდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ამის გამო გოგონას ფეხების ამპუტაცია დასჭირდა" - ის, რასაც ქალები ხშირად მოიხმარენ, თუმცა მისი საფრთხის შემცველობის შესახებ შესაძლოა, არ იცოდნენ

ჰიგიენური ტამპონი, რომლის უსაფრთხოების შესახებაც არაერთი მიმართვა და სარეკლამო კამპანია გვინახავს, სულაც არ არის უსაფრთხო.

100 წელზე მეტია, რაც ჰიგიენური ტამპონების გამოყენება კომფორტულ და უსაფრთხო გზად მიიჩნევა. მეტიც, ცნობიერების ასამაღლებლად რეგულარულად ვრცელდება ინფორმაცია, რა არის მითი და რა რეალობა, აქამდე არსებულ არაერთ სტატიაში ნახავდით, რომ ამ პროდუქტს ტოქსიკური შოკის სინდრომის გამოწვევა არ შეუძლია და ამ პროცესს არა ტამპონში შემავალი ქიმიური ნივთიერებები, არამედ სტაფილოკოკის ბაქტერია იწვევს, უახლესი კვლევის თანახმად კი, ეს ინფორმაცია მცდარია.

საფრანგეთში, კლაუდია ბერნარდის უნივერსიტეტში, მეცნიერების გუნდი ჰიგიენურ საშუალებებს იკვლევდა. სწორედ მათი კვლევის შედეგებმა ცხადყო, რომ მენსტრუალურმა ჭიქებმა და ტამპონებმა ტოქსიკური შოკის სინდრომი შეიძლება გამოიწვიონ, რადგან ეს პროდუქტები, გარდა იმისა, რომ შეიცავს მძიმე მეტალებს, ისეთებს, როგორებიცაა დარიშხანი კადმიუმი და ტყვია, ქმნიან სასათბურე პირობებს ბაქტერიის გამრავლებისთვის.

ტოქსიკური შოკი ყოველ 100 ათას ადამიანში ერთს ემართება, ამ სიაში კი 33 წლის ამერიკელი ფოტომოდელი ლორენ ბასერი მოხვდა. გოგონას ფეხების ამპუტაცია ჩვეულებრივი ჰიგიენური ტამპონის გამო დასჭირდა. უცხოური მედიასაშუალების ინფორმაციით, ტამპონი, რომელსაც ის იყენებდა, ოქროს სტაფილოკოკს შეიცავდა.

ფრანგი მეცნიერების დასკვნა კი ასეთია, ამ ეტაპზე ყველაზე უსაფრთხო პროდუქტი ჰიგიენური საფენია. მაგრამ ტამპონების ხშირი შეცვლით და მენსტრუალური ჭიქების გამოხარშვით რისკები მცირდება მანამ, სანამ უკეთესი გამოსავალი არ გამოჩნდება.