loader

"ეს არის სცენარი..." - რას წერს გია ხუხაშვილი ბიძინა ივანიშვილის განცხადების შესახებ? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს არის სცენარი..." - რას წერს გია ხუხაშვილი ბიძინა ივანიშვილის განცხადების შესახებ?

"ბიძინას გამოსვლაში მთავარი ის არ არის, რომ მან ბოდიშის მოხდაზე ისაუბრა. მთავარია, რომ 2008 წლის ომში (ცხინვალის ცეცხლის ალში გახვევა), ანუ სამხედრო დანაშაულში ცალსახად დაადანაშაულა საქართველოს ხელისუფლება (არა ნაც.მოძრაობა), რომელიც გარედან (არა რუსეთიდან) მიღებული დავალებით მოქმედებდა.

შესაბამისად, იგულისხმება, რომ რუსეთი იძულებული გახდა, დაეცვა ოსი ხალხი გენოციდისგან, რომელიც ინიცირებული იყო დასავლეთიდან და მისი აღსრულება ხდებოდა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. აქვე დაჰპირდა ყველას, რომ ამისთვის გაასამართლებს ნაც. მოძრაობას, ანუ იმდროინდელ ხელისუფლებას.

ყველას უნდა ესმოდეს, რომ ამ ტიპის დანაშაულის ტვირთი გადადის არა რომელიმე პარტიაზე, არამედ სახელმწიფოზე, რომელსაც იმ ეტაპზე წარმოადგენს ამა თუ იმ პარტიით დაკომპლექტებული ხელისუფლება.

ეს არის სცენარი, რომელიც არათუ მთლიანად "ათეთრებს" რუსეთის ქმედებებს, არამედ წარმოადგენს მათ ნამდვილ მშვიდობისმყოფელებად, რომლებმაც დაიცვეს ოსი ხალხი გენოციდისგან.

ეს არის ზუსტად ის, რასაც ამტკიცებს რუსეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება 2008 წლის შემდეგ და რასაც სრული მოცულობით დაეთანხმა საქართველოს ხელისუფლება.

შესაბამისად, ჩვენ 2008 წლის აგვისტოში კი არ დავმარცხდით, დავმარცხდით 2024 წლის 14 სექტემბერს თავისი დამანგრეველი შედეგებით" - ამის შესახებ პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს..