პირველად ისტორიაში - ვინ არის აკრობატი, რომელიც აზიიდან ევროპაში თოკით გადავიდა
ესტონელი აკრობატი იან რუზი, ისტორიაში პირველად, თოკით აზიიდან ევროპაში გადავიდა, რომელიც ბოსფორის სრუტეზე გადებულ ხიდზე, 168 მეტრის სიმაღლეზე იყო გაჭიმული.
რუზმა აზიის კონტინენტიდან ევროპის კონტინენტზე გადასვლა სპეციალური თოკით შეძლო, რომლის სიგრძე 1074 მეტრს შეადგენდა. აკრობატს ამ მანძილის გასავლელად მხოლოდ 47 წუთი დასჭირდა.