loader

"სკეტჩის" არ იყოს, რამდენჯერ უნდა დაგვასანქცირონ? - ეს ჩვენ ზიანს ვეღარ გვაყენებს, გაცვდა ეს მოქმედებები, ზიანს აყენებს აშშ-ის რეპუტაციას საქართველოში და ძალით რატომ აკეთებენ?"- მამუკა მდინარაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სკეტჩის" არ იყოს, რამდენჯერ უნდა დაგვასანქცირონ? - ეს ჩვენ ზიანს ვეღარ გვაყენებს, გაცვდა ეს მოქმედებები, ზიანს აყენებს აშშ-ის რეპუტაციას საქართველოში და ძალით რატომ აკეთებენ?"- მამუკა მდინარაძე

როგორც ჩანს არაფორმალური გავლენები იმდენად მძლავრია, მათ შორის აშშ-ში, ჩვენს პარტნიორ ქვეყანაში, რომ ამ გავლენების შესაბამისად კიდევ ერთხელ დაგვასანქცირეს, ოღონდ არ გვეუბნებიან ვინ და ვინ , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მამუკა მდინარაძის თქმით, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ 60-მდე ქართველის დასანქცირება საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ჩარევის მცდელობაა.

ცნობისთვის, აშშ-მა ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევისთვის ქართველი ოფიციალური პირები და ექსტრემისტები დაასანქცირა. კერძოდ, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და პოლიტიკური ოპონენტების ძალადობრივ დარბევასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ორ ოფიციალურ პირსა და ორ კერძო პირს სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ დასანქცირდნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი, გიივე "ხარება" და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, „ალტ-ინფოს“ დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე. გარდა ამისა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სავიზო შეზღუდვებს აწესებს საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაში მონაწილე 60-ზე მეტი ქართველისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ.