რა თქვა სალომე ზურაბიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე?
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხვალ, 17 სექტემბერს, ორ პოლიტიკურ ძალას: „ძლიერ საქართველოს“ და „გახარია საქართველოსთვის“ ორბელიანების სასახლეში მოლაპარაკებების ბოლო ეტაპის გამართვისთვის იწვევს.
მისივე თქმით, ეს ნაბიჯი ამომრჩეველს დაარწმუნებს, რომ პოლიტიკურ პარტიებს შეუძლიათ ქვეყნის გადარჩენის გულისთვის ბევრი რამ დათმონ და უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშონ ევროპული მომავლის გადარჩენაში, რასაც მათ არავინ დაუვიწყებს.