ზურა ბერიკაშვილი ეკლესიიდან ტაშით გამოასვენეს
მსახიობი ზურა ბერიკაშვილი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. მსახიობი უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს.
ბერიკაშვილს პატივი მოქალაქეებმა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა მიაგეს, მათ შორის, ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, ასევე, საპარლამენტო უმრავლესობის და მინისტრთა კაბინეტის წევრებმა.
ცნობისთვის, ზურა ბერიკაშვილი 55 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბერიკაშვილი რამდენიმე თვის განმავლობაში საზღვარგარეთ მკურნალობდა.
ვიდეო: დაიანა ფაღავა