loader

"ხვალ უნდა შევხვდე და თვალებში ჩახედვის მრცხვენია" - თამრიკო ჭოხონელიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ხვალ უნდა შევხვდე და თვალებში ჩახედვის მრცხვენია" - თამრიკო ჭოხონელიძე

მომ­ღე­რა­ლი თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძე ამ­ბობს, რომ გორ­ში ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის გამო გი­ორ­გი ან­წუ­ხე­ლი­ძის შვი­ლის­თვის თვა­ლებ­ში ჩა­ხედ­ვის რცხვე­ნია.

რო­გორც ჭო­ხო­ნე­ლი­ძემ თქვა, ეროვ­ნუ­ლი გმი­რის გო­გო­ნა მისი მოს­წავ­ლეა.

"ჩვენ თქვენ­თვის ვიბ­რძვით, ჩვენ ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებთ ამის­თვის. ხვალ ანა ან­წუ­ხე­ლი­ძეს უნდა შევ­ხვდე გაკ­ვე­თილ­ზე და მინ­და გი­თხრათ, რომ თვა­ლებ­ში ჩა­ხედ­ვის მრცხვე­ნია.

მრცხვე­ნია მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ თურ­მე მა­მა­მის­მა, იმ გმირ­მა კაც­მა, რო­მელ­მაც თავი შეს­წი­რა თა­ვის სამ­შობ­ლოს, ამის გამო ჩვენ ბო­დი­შე­ბი უნდა ვუ­ხა­დოთ მის მკვლე­ლებს. არა, ასე არ იქ­ნე­ბა, გა­მო­რი­ცხუ­ლია.

ჩვენ ყვე­ლა ერ­თად ვი­ტყვით ჩვენს სათ­ქმელს, ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­სარ­გებ­ლოდ და სა­ქარ­თვე­ლოს მო­მავ­ლის­თვის" - თქვა თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძემ გა­და­ცე­მა "შენი დი­ლის" ეთერ­ში.

ცნო­ბის­თვის, გორ­ში, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ რე­გი­ო­ნულ შეხ­ვედ­რა­ზე, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა შემ­დე­გი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა: - "26 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე ჩვენ აუ­ცი­ლებ­ლად გა­მოვ­ძებ­ნით სა­კუ­თარ თავ­ში ძა­ლას, რათა ბო­დი­ში მო­ვი­ხა­დოთ იმის გამო, რომ და­ვა­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, მო­ღა­ლა­ტე "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" 2008 წელს ცე­ცხლის ალში გახ­ვია ჩვე­ნი ოსი დები და ძმე­ბი". რო­გორც ივა­ნიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომი არ ყო­ფი­ლა არც ქარ­თვე­ლი და არც ოსი ხალ­ხის სურ­ვი­ლი.