მძიმე ავარია ხობში - არის მსხვერპლი
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ხობის სოფელ ხეთაში ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად 25 წლამდე ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. უცნობია ავარიის გამომწვევი მიზეზი. მანქანაში სულ ოთხი პირი იჯდა. მათგან ორს დაზიანებები არ მიუღია, ხოლო ერთი დაშავებული მგზავრი სხვადასხვა სახის დაზიანებით ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.