loader

"ანუ რა გამოვიდა? ჩემი მეუღლე ტყუილად შეეწირა ქვეყნის თავისუფლებას? ვის მოუხადონ ბოდიში ჩემმა შვილებმა? რუსებს? " - რას წერს შინდისის გმირის ცოლი ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ანუ რა გამოვიდა? ჩემი მეუღლე ტყუილად შეეწირა ქვეყნის თავისუფლებას? ვის მოუხადონ ბოდიში ჩემმა შვილებმა? რუსებს? " - რას წერს შინდისის გმირის ცოლი ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე?

"ანუ რა გამოვიდა? ჩემი მეუღლე ტყუილად შეეწირა ქვეყნის თავისუფლებას? აგრესორი ქვეყანა ვართ? და აგრესორების ომში იბრძოდა? რა ვუთხრა მის სულს? რითი იამაყონ ჩვენმა შვილებმა? რომ ჩამოდგებით ხოლმე ხელისუფლების წარმომადგენლები და პოზირებთ ემზარ წილოსანის საფლავთან ვინ იყო ემზარი? შეგიძლიათ მიპასუხოთ?

ვის მოუხადონ ბოდიში ჩემმა შვილებმა? რუსებს? ოსებს? თუ ვის მითხარით ხელისუფლებავ!!!

ან გორელებო, თქვენ ხომ ყველაზე კარგად იცით ვინ დაიწყო ომი? რატომ გაუტარეთ ასეთი მოღალატეობრივი მიმართვა ივანიშვილს? თან დაგვცინა, სპეციალურად გორისთვის შემონახული მიმართვააო…

ვის მოვუხადოთ ბოდიში შინდისის ბრძოლის გმირების ოჯახებმა?აგვიხსენით!" - წერს შინდისის გმირის, ემზარ წილოსანის ცოლი, თეო წილოსანი სოციალურ ქსელში ბიძინა ივანიშვილის განცხადების საპასუხოდ.