"ბოდიში შმაგი, ბოდიში დღევანდელი საქართველოსთვის..." - 2008 წლის ომის გმირის შმაგი სოფრომაძის ცოლი ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმაურება
ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში გმირულად დაღუპული, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი შმაგი სოფრომაძის მეუღლე, თეა ტაბატაძე.
"ბოდიში შმაგი ბოდიში დღევანდელი საქართველოსათვის...
ალბათ არ ღირდა...
2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში გმირულად თავშეწირული ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი შმაგი სოფრომაძე...
გული მტკივა შენი დაუფასებელი თავგანწირვის გამო...
ბ ო დ ი შ ი შ ე ნ !!!!" - წერს 2008 წლის ომის გმირის, შმაგი სოფრომაძის ცოლი, თეა ტაბატაძე სოციალურ ქსელში და ივანიშვილის განცხადებას ეხმაურება.
ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილმა სიტყვის გამოსვლისას განაცხადა, „გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები.“