სიახლე მგზავრებისთვის - ცვლილება საზოგადოებრივ ტრანსპორტში, რომელიც დღეიდან ამოქმედდა
დღეიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა და რაც იმას ნიშნავს, რომ ტრანსპორტის რაოდენობა გაიზარდა.
როგორც ცნობილია, 29 ივნისიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი ზაფხულის რეჟიმზე გადავიდა და ამ დრომდე ასე მუშაობდა.
საზაფხულო რეჟიმზე გადასვლის შემდეგ შემცირდა ავტობუსების და სამარშრუტო ტაქსების რაოდენობა, რაც სტანდარტული პროცედურაა და ყოველწლიურად მგზავრთნაკადის შემცირების გამო ხდება.