"მთავარი სათქმელი დღევანდელი დღისთვის შემოვინახე" - რა თქვა ბიძინა ივანიშვილმა?
ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა გაერთიანებულ საქართველოში ცხოვრებაა! ჩვენი ქვეყნის გარშემო მოვლენები ძალიან სწრაფად ვითარდება. ამ ფონზე, ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღსადგენად ნიადაგი ნებისმიერ დროს შეიძლება მომწიფდეს, რისთვისაც საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება გახდება აუცილებელი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, გორში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ბიძინა ივანიშვილმა ხაზი ტერიტორიული მთლიანობის მნიშვნელობას გაუსვა და აღნიშნა, რომ საქართველოს გამთლიანებას წინ ვერავინ ვერ უნდა აღუდგეს, ამისათვის კი „ქართულმა ოცნებამ“ მყარი საკონსტიტუციო უმრავლესობა უნდა მოიპოვოს.