"680 000-მა ჩვენმა მოქალაქემ დააღწია თავი სიღარიბეს" - ირაკლი კობახიძე
თუ ჩვენ განვითარების დღევანდელ ტემპს შევინარჩუნებთ, მომდევნო 4 წლის განმავლობაში რამდენიმე ათეული მილიარდი ლარით გავზრდით საქართველოს ეკონომიკას და 10 მილიარდ ლარზე მეტით გავზრდით ქვეყნის ბიუჯეტს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გორში, საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ეს არის მიღწევები, რომლებსაც უნდა გავუფრთხილდეთ და რომლებზეც საქართველოს მომავალი განვითარება უნდა დავაფუძნოთ.