loader

"პირდაპირ ვიტყვი" - ვის მიმართავს ირაკლი ღარიბაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"პირდაპირ ვიტყვი" - ვის მიმართავს ირაკლი ღარიბაშვილი

რომელი პოლიტიკოსი, მინისტრი თუ პარლამენტარი ან მათი ოჯახის წევრი ომობდა და ვინ შეეწირა ამ ომს? რა თქმა უნდა არცერთი - ვინ სად გარბოდა არ იცოდნენ, ამ დროს ჩვენი საამაყო, გმირი ხალხი, გმირი ჯარისკაცები, გმირი პოლიციელები შეეწირნენ მათ ამ ბინძურ ავანტიურას და უგუნურობას - დღეს ეს ანტიევროპული, ანტი-დემოკრატიული ბოროტება ჩვენს ახალგაზრდობას ევროპულ ინტეგრაციას ჰპირდება, მაშინ როცა მათ არაფერი გაუკეთებიათ ევროინტეგრაციის გზაზე,- ასე მიმართა „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა, გორში „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას საზოგადოებას.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, „დემოკრატიის არც ერთი ნიშანწყალი ქვეყანაში არ იყო და მაშინ ამ სისხლიან დიქტატორს, დემოკრატიის შუქურას ეძახდნენ... ასეთი დამოკიდებულება ხომ არის შეურაცხყოფა ჩვენი ხალხის? ხალხმა კი იცის, რომ ყველაზე ანტი-დემოკრატიული, ანტი-ჰუმანური კრიმინალების ბანდა მართავდა ჩვენს ქვეყანას“.