მაფიის ბოსი თუ მუსიკალური პროდიუსერი? - შეკითხვა მიხეილ სააკაშვილზე უკრაინულ "ქალურ ლოგიკაში"
უკრაინულ ტელეშოუში Женская Логика, რომელსაც ჯგუფ "ვია გრას" ყოფილი სოლისტი ანნა სედაკოვა უძღვება, ერთ-ერთი შეკითხვა მიხეილ სააკაშვილს ეხებოდა. ქალების ლოგიკის გამოსაცდელად, გადაცემის მესვეურებმა გოგონებს საქართველოს პრეზიდენტის ფოტო აჩვენეს და "ჩამჭრელი" შეკითხვა დაუსვეს: ვინ არის ეს მამაკაცი - ჩიკაგოს მაფიის ბოსი, მუსიკალური პროდიუსერი თუ კავკასიური ქვეყნის პრეზიდენტი?
მონაწილეები სახალისო და ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ საბოლოოდ ლოგიკურ პასუხამდე მივიდნენ.
მონაწილეები სახალისო და ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ საბოლოოდ ლოგიკურ პასუხამდე მივიდნენ.