loader

კონგოში სამ ამერიკელ ახალგაზრდას დახვრეტენ - რა გახდა უმძიმესი განაჩენის მიზეზი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კონგოში სამ ამერიკელ ახალგაზრდას დახვრეტენ - რა გახდა უმძიმესი განაჩენის მიზეზი?

კონ­გოს სამ­ხედ­რო სა­სა­მარ­თლომ, სამი ამე­რი­კე­ლი მა­მა­კა­ცი ქვე­ყა­ნა­ში სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მცდე­ლო­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა და სიკ­ვდი­ლით დას­ჯა მი­უ­სა­ჯა. ჯამ­ში სა­სა­მარ­თლო 37 ბრალ­დე­ბუ­ლი გა­ა­სა­მარ­თლა - მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა კონ­გო­და­ნაა, ასე­ვე არი­ან ბრი­ტა­ნე­ლი, ბელ­გი­ე­ლი და კა­ნა­დე­ლი პა­ტიმ­რე­ბი, რომ­ლებ­საც ტე­რო­რიზ­მში, მკვლე­ლო­ბა­სა და ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ნახ­ვა­ში ედე­ბათ ბრა­ლი.

აშშ-ს სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტი კა­ტე­გო­რი­უ­ლად უკ­რძა­ლავს მო­ქა­ლა­ქე­ებს კონ­გო­ში მოგ­ზა­უ­რო­ბას.

რა მოხ­და მა­ი­სის გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მცდე­ლო­ბის დროსკონ­გოს დე­და­ქა­ლაქ კინ­შა­სა­ში, ერთ-ერთი დაჯ­გუ­ფე­ბა, რო­მელ­შიც სამი ამე­რი­კე­ლი იყო, ცდი­ლობ­და და­ემ­ხო ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი ფე­ლიქს შის­კე­დი. მათ ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და ნაკ­ლე­ბად ცნო­ბი­ლი ოპო­ზი­ცი­უ­რი ფი­გუ­რა, კრის­ტი­ან მა­ლან­გა. გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მცდე­ლო­ბა ფე­დე­რა­ლუ­რი კა­ნონ­მდებ­ლის და კონ­გოს ეროვ­ნუ­ლი ასამ­ბლე­ის სპი­კე­რის კან­დი­და­ტის, ვი­ტალ კა­მერ­ჰეს რე­ზი­დენ­ცი­ა­ში და­ი­წყო. ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის თქმით, მის­მა დაც­ვამ რამ­დე­ნი­მე თავ­დამ­სხმე­ლი მოკ­ლა.

ათო­ბით ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის მა­ლან­გას ვაჟი და კი­დევ ორი ​​ამე­რი­კე­ლი, და­ა­კა­ვეს და სამ­ხედ­რო ცი­ხე­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.განაგრძეთ კითხვა