loader

პუტინის მორიგი ახირება, რომელმაც მეცნიერები შოკში ჩააგდო - რას ითხოვს პრეზიდენტი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პუტინის მორიგი ახირება, რომელმაც მეცნიერები შოკში ჩააგდო - რას ითხოვს პრეზიდენტი?

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა, ვლა­დი­მირ პუ­ტინ­მა მეც­ნი­ე­რებს ან­ტი­ა­სა­კობ­რი­ვი წამ­ლის შექ­მნის ბრძა­ნე­ბა მის­ცა. რუ­სე­თის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ივ­ნი­სის დი­რექ­ტი­ვა "175 ათა­სი სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნის­კენ" არის მი­მარ­თუ­ლი, რო­მე­ლიც თა­ვის მი­ზანს 2030 წლის­თვის მი­აღ­წევს.

ამ სრუ­ლი­ად უჩ­ვე­უ­ლო თხოვ­ნამ ბევ­რი სა­მე­დი­ცი­ნო მკვლე­ვა­რი და­აბ­ნია, რად­გან ვა­დე­ბი არც ისე მოკ­რძა­ლე­ბუ­ლია. ინ­ფორ­მა­ცი­ას The Economic Times ავ­რცე­ლებს. ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ავალ­დე­ბუ­ლებს კვლე­ვით ინ­სტი­ტუ­ტებს სწრა­ფად ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბონ წი­ნა­და­დე­ბე­ბი რამ­დე­ნი­მე ძი­რი­თად სფე­რო­ში.სფე­რო­ე­ბი მო­ი­ცავს უჯრე­დულ და­ბე­რე­ბას­თან ბრძო­ლას, პი­ო­ნე­რულ ტექ­ნო­ლო­გი­ებს კოგ­ნი­ტუ­რი დაქ­ვე­ი­თე­ბი­სა და სენ­სო­რუ­ლი დაქ­ვე­ი­თე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად და იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის მო­დუ­ლა­ცი­ი­სა და კო­რექ­ტი­რე­ბის მე­თო­დე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბას. ინი­ცი­ა­ტი­ვა ასე­ვე ხაზს უს­ვამს უახ­ლე­სი სა­მე­დი­ცი­ნო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას ბი­ოპ­რინ­ტინ­გის გა­მო­ყე­ნე­ბით.

ერ­თმა ექიმ­მა, რო­მელ­მაც დი­რექ­ტი­ვა ივ­ნის­ში მი­ი­ღო, გა­ო­ცე­ბულ­მა იკი­თხა მი­ღე­ბულ და­ვა­ლე­ბა­ზე: "ისე­თი გან­ცდა მაქვს, თით­ქოს წე­რი­ლი დღს მო­ვი­და, ვადა კი გუ­შინ­დელ დღემ­დე იყო. პირ­ვე­ლად ვხე­დავ მსგავს რა­მეს - რო­გორც წესი, მსგავ­სი ტი­პის ეროვ­ნულ პრო­ექტს ან ფე­დე­რა­ლურ პრო­ექტს, წინ უძღვის სხვა­დას­ხვა სპე­ცი­ა­ლის­ტის­გან შემ­დგა­რი ადა­მი­ა­ნე­ბის თათ­ბი­რი და გან­ხილ­ვა“.მეც­ნი­ე­რებ­მა შეშ­ფო­თე­ბა გა­მოთ­ქვეს კვლე­ვის ფი­ნან­სუ­რი მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბის შე­სა­ხე­ბაც. კრემლთან და­ახ­ლო­ე­ბულ­მა წყა­რომ ეჭვქვეშ და­ა­ყე­ნა ეროვ­ნუ­ლი პრო­ექ­ტის სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა. "ნა­ცი­ო­ნა­ლურ პრო­ექ­ტში გან­ხი­ლუ­ლი ყვე­ლა თა­ნა­მედ­რო­ვე კვლე­ვა საკ­მა­ოდ ძვი­რია - ახა­ლი წამ­ლე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა მი­ლი­არ­დე­ბი ჯდე­ბა. ვერც ერთი ეროვ­ნუ­ლი პრო­ექ­ტი ვერ გა­უმკლავ­დე­ბა ამას, გან­სა­კუთ­რე­ბით ახლა“ - გა­ნა­ცხა­და მი­ხა­ილ კო­ვალ­ჩუკ­მა, პუ­ტი­ნის თა­ნა­მო­აზ­რემ და კურ­ჩა­ტოვ­სკის ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტორ­მა, რუ­სე­თის ბირ­თვუ­ლი კვლე­ვი­თი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა. განაგრძეთ კითხვა