სპეციალური ბრიფინგი "ქართული ოცნების" ოფისში
“ქართული ოცნების“ დეპუტატის, გივი მიქანაძის შეფასებით, წინასაარჩევნო კამპანია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ტრადიციულად სიძულვილის ენის გამოყენებით დაიწყო.
მისი თქმით, „ნაცმოძრაობის“ საარჩევნო ბანერებზე ამომრჩევლის მოტყუების და დეზინფორმაციის მიზნით, „ქართული ოცნება“, რომლის მმართველობის დროსაც ქვეყანას ევროკავშირის მიმართულებით ხელშესახები პროგრესი ჰქონდა, იზოლაციასთან არის გაიგივებული“.