"რატომ არ უნდა მოვსულიყავი, ეს ხო ჩემი მიღწევაა და ჩემი მიღწევები იმსახურებს ყველანაირ ჯილდოს" - ლაშა ტალახაძე პრეზიდენტის მიერ ოლიმპიელებისა და პარალიმპიელების დაჯილდოებაზე
სპორტსმენისთვის ნებისმიერი ჯილდო მნიშვნელოვანია. ეს ჯილდო ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა და დიდი სიამოვნებით ჩავიბარებ, - ამის შესახებ სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, დღევანდელ ღონისძიებაზე დასწრებაზე ყოყმანი არ ჰქონდა. ტალახაძის თქმით, პრეზიდენტის ჯილდოს სიამოვნებით მიიღებს.
საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ორბელიანების სასახლის წინ მიმდინარეობს სახალხო ზეიმი, სადაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოლიმპიელებსა და პარალიმპიელებს ჯილდოებს გადასცემს.