"საჯარიმოსთან თუ მომიახლოვდებიან, გემრიელად დავუგდებ..." - ლეგენდების ბატჩამდე ქართველი ვეტერანი ფეხბურთელები ვიდეომიმართვას ავრცელებენ
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და თბილისის მერიის ორგანიზებით, 21 სექტემბერს, თბილისში, ქართული და მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების მატჩი გაიმართება.
მატჩს, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ნაკრების და იტალიური მილანის ვეტერანები მიიღებენ, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი 19:00 საათზე უმასპინძლებს.
შეგახსენებთ, რომ მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა ონლაინ რეჟიმში TKT.ge-ს საშუალებით არის შესაძლებელი. ბილეთის ფასი – 10, 30 და 50 ლარია. თითოეულ მომხმარებელს მატჩზე დასასწრები მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენა შეუძლია. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.