loader

"წა­ვი­და ჩემი ბავ­შვო­ბაც, ახალ­გაზ­რდო­ბაც..." - თამარ მაყაშვილი ზურაბ ბერიკაშვილს ემშვიდობება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"წა­ვი­და ჩემი ბავ­შვო­ბაც, ახალ­გაზ­რდო­ბაც..." - თამარ მაყაშვილი ზურაბ ბერიკაშვილს ემშვიდობება

55 წლის ასაკ­ში მსა­ხი­ო­ბი ზურა ბე­რი­კაშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მისი ახ­ლობ­ლე­ბი ავ­რცე­ლე­ბენ. მსა­ხი­ო­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ მსახიობი თა­მარ მა­ყაშ­ვი­ლი კოლეგას და მეგობარს ემშვიდობება:

"წა­ვი­და ჩემი ბავ­შვო­ბაც, ახალ­გაზ­რდო­ბაც (სი­ბე­რის გა­ტა­რე­ბა აღარ დაგ­ვცალ­და, ზური, და­ცა­რი­ელ­დე­ბა ჩვე­ნი ეზო უშე­ნოდ..."

ბე­რი­კაშ­ვილს რამ­დე­ნი­მე თვის წინ მო­უ­ლოდ­ნე­ლად ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა შე­ექ­მნა - მას გული გა­უ­ჩერ­და. ამან ტვი­ნის და­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია. პა­ცი­ენ­ტი კო­მა­ტო­ზურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და სე­რი­ო­ზუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის კურსს გა­დი­ო­და ჯერ გერ­მა­ნი­ა­ში და ბო­ლოს სა­ქარ­თვე­ლო­ში.

ზურა ბე­რი­კაშ­ვი­ლის სა­მო­ქა­ლა­ქო პა­ნაშ­ვი­დე­ბი გა­ი­მარ­თე­ბა 14 და 15 სექ­ტემ­ბერს, ხოლო მსა­ხი­ობს 16 სექ­ტემ­ბერს დაკ­რძა­ლა­ვენ. ზურა ბე­რი­კაშ­ვი­ლი 1990 წლი­დან მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი იყო. მას არა­ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი აქვს შეს­რუ­ლე­ბუ­ლი.

ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ სრუ­ლი­ად თე­ატ­რა­ლუ­რი სამ­ყა­რო სამ­ძიმ­რის პოს­ტებს აქ­ვეყ­ნებს და საყ­ვა­რელ კო­ლე­გას ემ­შვი­დო­ბე­ბი­ან. ბე­რი­კაშ­ვილს იხ­სე­ნე­ბენ მისი მე­გობ­რე­ბიც.