197-მდე დაღუპული და 120-ზე მეტი დაკარგული - რა ხდება ვიეტნამში, სადაც ქარიშხალ „იაგის“ შედეგებს ებრძვიან
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ძლიერი სტიქიის შედეგებს ებრძვიან. Reuters-ის ინფორმაციით, ქარიშხალ „იაგის“ მსხვერპლთა რიცხვმა ვიეტნამში 197-ს მიაღწია, 120 ადამიანზე მეტი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. მეტეოროლოგების პროგნოზით, მომდევნო 24 საათის განმავლობაში ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში წყლის დონე შედარებით დაიკლებს. ექსპერტების შეფასებით, ეს ჰანოიში ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი წყალდიდობაა.