loader

პეტრე კოლხის პირველი კომენტარი მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის ქიმიოთერაპიის კურსს იწყებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პეტრე კოლხის პირველი კომენტარი მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის ქიმიოთერაპიის კურსს იწყებს

"ჩემი ბოლო ინტერვიუ, ამ ბოლო დროს არსად დავდივარ, არც ვაპირებ მისვლას. ნიკოლოზი ჩემი მეგობარია, სახლში მესტუმრა და მომწონს მასთან გადაცემის ფორმატში საუბარი… ცხოვრებას თავისი ეტაპები აქვს. მთავარია, ყველა ეტაპი სწორად და ნაკლები დანაკარგით გადალახო… ცუდი დრო არ არსებობს, დრო ან ძალიან კარგია, ან ძალიან საინტერესო და გამოცდილებებით სავსე, გააჩნია ვინ როგორ შეხედავს და შეაფასებს… არც ადამიანები არიან ცუდები, ყველა მათგანი, მათგან დამოუკიდებლად, საკუთარ როლს ასრულებს შენ ცხოვრებაში… როლებს თავად ირგებენ…

ზოგი ძალიან ადამიანურია, ზოგს საერთოდ დაკარგული აქვს ადამიანის სახე, მაგრამ ისიც რაღაცას აუცილებლად გასწავლის…

საბოლოოდ გეცოდინება, როგორი უნდა იყო, ან როგორი არ უნდა იყო… ყველა შემთხვევიდან გამომდინარე, ყველას მადლობა, ყველამ თავისი მისია პირნათლად შეასრულა ჩემს ცხოვრებაში!.. მთავარია, მე ისევ სიყვარულის მხარეს ვდგები და გულს არ ვაკარებ ცუდ ემოციას, ცხოვრებამ ყველაზე მეტად ეს მასწავლა, რადგან ცუდი გაფიქრება ყველაზე მეტად აზარალებს ადამიანს… ეს გადაცემა დალოცვასავით არის, რადგან ჩემი კუმირი მწერლის, ჯეკ კერუაკის რომანის მიხედვით, მე ისევ ვდგავარ ,,გზაზე” და ეს მოგზაურობა არასდროს შეწყდება!.." - წერს პეტრე კოლხი.

გადაცემა "ნიკოლოზის კითხვების" ანონსი გავრცელდა, სადაც გადაცემის სტუმარი პეტრე კოლხი ამბობს, რომ ქიმიოთერაპიის კურსს იწყებს.