"ირაკლი, ძალიან მენატრები, აღარ შემიძლია ამდენი ტკივილის ატანა" - ცისნამი საყვარლიშვილის ემოციური მიმართვა შვილს
ცისნამი საყვარლიშვილი 21 წლის ასაკში იქცა მარტოხელად დედად. იმისთვის, რომ სახლი ჰქონოდა და შვილისთვის უზრუნველი მომავალი შეექმნა, ემიგრაციაში წავიდა და ირაკლის დატოვება საქართველოში მოუწია.
ჯერ იყო იტალია, შემდეგ კი - ასრულებული ამერიკული ოცნება, საუკეთესო ქმრით და სახლით ჰემპტონებში. წლების შემდეგ ერთადერთი შვილი ამერიკაში წაიყვანა და თითქოს ყველაფერი კარგად უნდა ყოფილიყო, როდესაც ერთ დღეს ირაკლიმ დედის გაუფრთხილებლად საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტა.
ცისნამი ამბობს, რომ მიუხედავად ზრუნვისა, მასა და შვილს შორის აღმართული კედელი ვერ დაანგრია. ახლა კი შვილს დაბრუნებას სთხოვს... რთულია, მისი საუბარი ემოციის გარეშე მოისმინო, დედის, რომელმაც ყველანაირი მცდელობის მიუხედავად, შვილი მაინც ვერ დაიბრუნა, თუმცა იმედს მაინც არ კარგავს.