ბათუმში რუს ტურისტს მეხი დაეცა - როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა?
ბათუმში, სანაპიროსთან მდებარე თევზის ერთ-ერთ რესტორანთან, ახალგაზრდა მამაკაცს მეხი დაეცა და დაშავდა. იგი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც კლინიკაში „ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, ახალგაზრდა მამაკაცი ქირურგიულ განყოფილებაში არის მოთავსებული. ექიმების თქმით, მას სხეულზე პირველი-მეორე ხარისხის დამწვრობა აღენიშნება.
„ახალგაზრდა მამაკაცს ყველა სამედიცინო პროცედურა ჩაუტარდა. მოთავსებულია ქირურგიულ განყოფილებაში, სხეულის პირველი-მეორე ხარისხის დამწვრობით. სტაბილურად ფასდება მისი მდგომარეობა“, - აცხადებენ კლინიკაში.