"მისი ფრჩხილის ფასად არ ღირს არცერთი ოპოზიციონერი - ძალიან დიდი კადნიერება იქნებოდა ოპოზიციის მხრიდან ამაზე ფიქრიც კი, რომ ბიძინა ივანიშვილთან დებატებში დაჯდომა მოინდომონ" - ირაკლი კობახიძე
"ელემენტარულად ისეთი რეპუტაცია უნდა გქონდეს შექმნილი, რომ გაბედო და შესთავაზო დებატები ბიძინა ივანიშვილს", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის შეფასებით, ამის არავითარი რესურსი არცერთ ოპოზიციონერს არ აქვს.
"ძალიან დიდი კადნიერება იქნებოდა ოპოზიციის მხრიდან ამაზე ფიქრიც კი, რომ რამენაირად მოინდომონ ბიძინა ივანიშვილთან დებატებში დაჯდომა, უბრალოდ მისი ფრჩხილის ფასად არ ღირს არცერთი ოპოზიციონერი, რაც ძალიან კარგად იცით. უნდა გქონდეს ელემენტარულად ისეთი რეპუტაცია შექმნილი, რომ გაბედო და შესთავაზო დებატები ბიძინა ივანიშვილს, ამის არავითარი რესურსი არცერთ ოპოზიციონერს არ აქვს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.