რას ამბობენ პოლიტოლოგები "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის პირველ ოცეულზე?
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველომ" 2024 წლის საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა.
პრემიერმა სიის პირველ ნომრად "ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაასახელა. ოცეულში ასევე არიან ოლიმპიური ჩემპიონები გენო პეტრიაშვილი და ლაშა ტალახაძე.
როგორც პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, სიაში სპორტსმენების ყოფნა ოპოზიციური ამომრჩევლის გაღიზიანებას უდავოდ გამოიწვევს. მათი ადგილი "ოცნების" გუნდში კი საჯარო განცხადება, რომ ოლიმპიური ჩემპიონები "ქართულ ოცნებას" უჭერენ მხარს.
დეპუტატები არა პოლიტიკური სუბიექტები, არამედ უბრალოდ პულტზე თითის დამჭერები არიან. პოლიტიკის ანალიტიკოსის, გია ხუხაშვილის თქმით, შესაბამისად, მათი პოლიტიკაში შემოსვლა ძირითად სურათს არ შეცვლის.
ღონისძიებაზე “ქართული ოცნების” საპარლამენტო სიის ოცეული პრემიერ-მინისტრმა, “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ წარადგინა.