„რა იცის სალომე ზურაბიშვილმა, საერთოდ მოწყვეტილია რეალობას, ამ ქვეყანაზე არ არის..." - რას ამბობს თბილისის მერი პრეზიდენტზე?
"სალომე ზურაბიშვილს 5 კაცი არ უჭერდა მხარს. ჩვენი მხარდამჭერები იყვნენ მის წინააღმდეგ, რომ პრეზიდენტი გამხდარიყო, - ასე შეაფასა თბილისის მერმა კახა კალაძემ სალომე ზურაბიშვილის განცხადება იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნება“ დასუსტებულია და გამოკითხვებით, ხმების 25%-ზე მეტს ვერ იღებს.
როგორც კალაძემ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილი რეალობას მოწყვეტილია.
„რა იცის სალომე ზურაბიშვილმა, საერთოდ მოწყვეტილია რეალობას, ამ ქვეყანაზე არ არის, რა იცის“, - განაცხადა კალაძემ.