რას წერს "ქოჩორა" შეყვარებულის ფოტოზე?
გუშინ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა მორიგი გამარჯვება იზეიმა. გიორგი ქოჩორაშვილის გოლით, ანგარიშით - 1:0 ალბანეთის ნაკრები დაამარცხა და 6 ქულით ჯგუფის ლიდერი გახდა.
25 წლის ქოჩორაშვილის "ლავ სთორის“ შესახებ ხშირად დაგვიწერია. მისი შეყვარებული ბრაზილიელი გოგონა სანდრა მენდოსაა. ის ხშირად ჩამოდის საქართველოში და საყვარელი ადამიანის მატჩებსაც, აქ თუ ესპანეთში, ხშირად ესწრება.
გუშინდელ მატჩს სანდრა არ დასწრებია, გოგონა კუბის დედაქალაქ ჰავანაშია, საიდანაც ულამაზესი ფოტოები გამოაქვეყნა. სანდრას თეთრი ფერის ზედა და მოკლე ქვედაბოლო აცვია.
"კაპიტანი ამერიკა" საყვარელ ქალს კომენტარებში უწერს: "ვაა! ბრწყინავ, როგორც ყოველთვის... რა იღბლიანია ეს კაბა, შენ რომ არეკლამებ...“
"ეს ჩვენი (ქართველების) სარძლო ძაან მომწონს...“
"ჩვენი ულამაზესი სანდრა“ - წერენ კომენტარებში.