11 სექტემბრის ტერაქტიდან 23 წელი გავიდა
11 სექტემბრის ტერაქტიდან 23 წელი გავიდა. ამ დღეს ტერორისტული ორგანიზაცია "ალ ქაიდას" თვითმკვლელმა ტერორისტებმა 4 თვითმფრინავი გაიტაცეს. 2 თვითმფრინავი ნიუ-იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის შენობებს შეეჯახა. 110-სართულიანი ტყუპი ცათამბჯენები 2 საათზე ნაკლებ დროში განადგურდა. ერთი თვითმფრინავი თავს დაესხა პენტაგონის შენობას. მეოთხე გატაცებული კი, რომელშიც ტერორისტებს ეკიპაჟის წევრებმა და მგზავრებმა წინააღმდეგობა გაუწიეს, პენსილვანიაში ჩამოვარდა. ტერაქტების შედეგად 3 ათასამდე ადამიანი დაიღუპა. ცათამბჯენების ადგილას ახლა გარდაცვლილთა მემორიალი და მუზეუმია. 11 სექტემბრის შემდეგ აშშ-მა ერაყსა და ავღანეთში ანტიტერორისტული ოპერაციები დაიწყო. 2011 წელს პაკისტანში ალ ქლიდერი ოსამა ბინ ლადენი მოკლეს.