საქართველოსა და ალბანეთის საფეხბურთო ნაკრებებს შორის შეხვედრა დაიწყო
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები "ერთა ლიგის“ მეორე ტურში ალბანეთის საფეხბურთო ნაკრებს უპირისპირდება. მატჩი ტირანაში მიმდინარეობს.
საქართველოს ნაკრებმა ჯგუფის პირველ შეხვედრაში ჩეხეთის საფეხბურთო ნაკრები ანგარიშით 4:1 დაამარცხა. პირველი ტურის შეხვედრა უკრაინასთან გამარჯვებით დაასრულა ალბანეთის ნაკრებმაც.
პირველი ტურის შემდეგ ჯგუფში 3-3 ქულით საქართველოსა და ალბანეთის საფეხბურთო ნაკრებები ლიდერობენ.
საქართველოს ეროვნული ნაკრების უეფა-ს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გასვლითი შეხვედრის საჯარო ჩვენება თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარეობს.