loader

"ბრიგადა მორიგეობას ასრულებდა, როდესაც გამოძახება ლოზუნგით "უგონო" მიიღო" - როგორ გადაარჩინა 1711-ე ბრიგადამ 50 წლამდე ქალი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბრიგადა მორიგეობას ასრულებდა, როდესაც გამოძახება ლოზუნგით "უგონო" მიიღო" - როგორ გადაარჩინა 1711-ე ბრიგადამ 50 წლამდე ქალი?

გვერდი "შენი სიცოცხლის გადასარჩენად" წერს:

"თბილისის მე-13 რაიონული სამსახურის 1711 ბრიგადის წევრებმა კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს.

თბილისის მე-13 რაიონული სამსახურის 1711 ბრიგადა მორიგეობას ასრულებდა, როდესაც გამოძახება ლოზუნგით "უგონო" მიიღო. სასწრაფო დახმარების ბრიგადას 50 წლამდე ქალბატონი საწოლში უგონო მდგომარეობაში დახვდათ.

პაციენტს არ ჰქონდა პულსი და არ აღენიშნებოდა გულისცემა. ბრიგადის წევრებმა დაიწყეს პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებები.მონიტორზე დაფიქსირდა პარკუჭოვანი ფიბრილაცია, გამოყენებულ იქნა ელექტროშოკი და ადრენალინი, სამედიცინო პერსონალის ძალისხმევით მეორე ელექტროშოკის დროს მონიტორზე დაფიქსირდა სინუსური რითმი. ბრიგადის ექიმებისა და მძღოლის პროფესიონალიზმის დამსახურებით პაციენტი ნორმალური სასიცოცხლო პარამეტრებით თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში იქნა შეყვანილი. აღსანიშნავია ის ამბავიც რომ ამჟამად პაციენტი კლინიკიდან გაწერილია და თავს კარგად გრძნობს."