"ვაიმე, თავი მტკივა" - საბურთალოზე მოზარდს „ტიკ-ტოკის“ გადაღების დროს თავში კორპუსიდან გადმოგდებული საფერფლე მოხვდა
საბურთალოზე მოზარდს "ტიკ-ტოკის" გადაღების დროს თავში კორპუსიდან გადმოგდებული საფერფლე მოხვდა.
შემთხვევა ვაჟა-ფშაველაზე მდებარე ერთ-ერთ სტადიონზე მოხდა, სადაც გოგონები "ტიკ-ტოკის" ვიდეოს იღებდნენ. უცნობია, ვინ ისროლა ნივთი კორპუსიდან. მოზარდს ოპერაცია უკვე ჩაუტარდა.
ინფორმაციას და კადრებს "პრაიმ ტაიმი" ავრცელებს.