loader

"ძალიან იმედგაცრუებული ვარ, ასეთი შეცდომების დაშვების შედეგად წაგება გარდაუვალია" - თემურ ქეცბაია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ძალიან იმედგაცრუებული ვარ, ასეთი შეცდომების დაშვების შედეგად წაგება გარდაუვალია" - თემურ ქეცბაია

ერთა ლიგის მეორე ტურში, სახლში კოსოვოსთან 0:4 წაგების შემდეგ, კომენტარი კვიპროსის ნაკრების მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ გააკეთა:

"ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ასეთი შეცდომების დაშვების შედეგად წაგება გარდაუვალია. გვაქვს პრობლემა, მეტადრე, ჩემპიონატის დასაწყისისას. ბიჭებმა მთელი ენერგია ლიეტუვასთან მატჩს შეალიეს. მხოლოდ 8 ფეხბურთელზე ვართ დამოკიდებული. გამოჩნდა, რომ დროის ასეთ მოკლე პერიოდში ორი მატჩის თამაში არ შეგვიძლია. დავიღალეთ, დავიხოცეთ, დავმთავრდით... განსაკუთრებით, ასეთ კარგ გუნდთან. კოსოვო გაცილებით უკეთ მომზადებული იყო.

როდესაც ვთამაშობთ ჩემპიონატში, სადაც კვიპროსელები არ თამაშობენ, თქვენ რას ელით? ვისაც ცოტა ხნით თამაში უწევს, დღეს სხვებზე უკეთ გამოიყურებოდა. ფეხბურთელებისგან მეტს მოველოდი. რამდენიმე მოთამაშე გვაკლდა, მაგრამ ვინც გვყავდა, მათგან მეტს ველოდი.

ეს ეროვნული გუნდია და ვიდრე ქვეყანა არსებობს, მას მომავალი აქვს. შეიძლება გამოჩნდეს ფეხბურთელთა ჯგუფი, რომლებსაც უკეთ გარჯა შეეძლებათ. როდესაც ნაკრები ჩავიბარე, არაფრისთვის არ ჰქონდა მიღწეული, ბოლო ლიგაში ვიყავით. ახლა ლიეტუვას მოვუგეთ და არ მგონია, ქვედა დივიზიონში დავქვეითდეთ".