loader

"ბავშვს უშნოდ ეთამაშებოდაო" - რას ამბობენ მეზობლები ზუგდიდში მომხდარ შემზარავ ფაქტზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბავშვს უშნოდ ეთამაშებოდაო" - რას ამბობენ მეზობლები ზუგდიდში მომხდარ შემზარავ ფაქტზე?

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში შვილიშვილზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით სამართალდამცველებმა ბაბუა დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, 66 წლის კაცი 9 წლის გოგონაზე რამდენიმე თვის განმავლობაში ძალადობდა.

გავრცელებული ცნობით, მომხდარის შესახებ ბავშვმა დედას გაუმხილა, რის შემდეგაც მან პოლიცია გამოიძახა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 141-ე მუხლითა და 11 პრიმა 151-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებასა და მუქარას გულისხმობს.