"ამ სამყაროში ყველაფერი როგორ გაუფასურდა?!" - თამო ვაშალომიძე კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა, რას ამბობს მოდელი ვენეციის კინოფესტივალზე?
თამო ვაშალომიძე ვენეციის კინოფესტივალზე იმყოფება. მოდელი წერს, რომ მისი კაბა თემო შერის ეკუთვნის, ხოლო მაკიაჟი - მარიკა კაციტაძეს.
თამო ვაშალომიძემ წითელი ხალიჩიდან რამდენიმე კადრი სოციალურ ქსელში გააზიარა.
ვიდეოებს სოციალურ ქსელში კრიტიკა მოჰყვა. მოდელმა უარყოფითი კომენტარის ავტორებს ვიდეომიმართვით უპასუხა და აღნიშნა, რომ ვენეციის კინოფესტივალზე მოხვედრა მისი ოცნება იყო.