"ეს თავზარდამცემი ამბავი იმდენად გვიან და ისე უეცრად გავიგეთ, რომ უსუსურ მდგომარეობაში აღმოვჩნდით... არავის ვუსურვებთ იმ საშინელებას, რომელიც ჩვენს ოჯახს დაატყდა თავს" - ახალგაზრდა დედას საზოგადოების დახმარება სჭირდება
ახალგაზრდა დედას, როემლსაც მწვავე ლეიკემია აღმოაჩნდა, საზოგადოების დახმარება სჭირდება.
"ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ მსგავსი ტექსტის დაწერა მომიწევდა, მაგრამ სამწუხაროდ, ასე მოხდა.
არავის ვუსურვებთ იმ საშინელებას,რაც ჩვენს ოჯახს მოულოდნელად დაატყდა თავს.
ახალგაზრდა დედას, ია იასეშვილ\სხირტლაძეს მწვავე ლეიკემია აღმოაჩნდა.
ეს თავზარდამცემი ამბავი იმდენად გვიან და ისე უეცრად გავიგეთ, რომ უსუსურ მდგომარეობაში აღმოვჩნდით. ირკვევა, რომ საჭიროა სასწრაფო მკურნალობა. მკურნალობის ეტაპი მოიცავს ღეროვანი უჯრედის გადანერგვის პროცედურასაც, რომელზეც გაიცა რეკომენდაცია, რომ უცხოეთში ჩატარდეს. ვინაიდან, საქართველოში მკურნალობა უარყოფით პროგნოზს იძლევა და გადარჩენის არანაირ იმედს არ გვაძლევს, საჭიროა თურქეთში გადაყვანა. ეს ყოველივე კი წარმოუდგენლად დიდ თანხებთან არის დაკავშირებული(500000ლარი).
გამოდის, რომ ბრძოლას თქვენი თანადგომის იმედით და გამარჯვების რწმენით ვიწყებთ.
თქვენი გვერდში დგომა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
არც ერთი წამით არ ვკარგავთ იმედს,რომ ამ ყველაფერს ბედნიერი დასასრული ექნება.
მადლობას გიხდით წინასწარ მათ,ვინც მცირედ წვლილს მაინც შეიტანს იას სიცოცხლის გადარჩენაში.
უფალი ასმაგად დაგიბრუნებთ.
დახმარების მსურველებს თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ შემდეგ ანგარიშებზე:
საქართველოს ბანკი:
#GE08BG0000000161920244
თიბისი ბანკი:
#GE90TB7503245064300032
ლიბერთი ბანკი:
#GE09LB0711152814221000
პირადი ნომერი:
13001065302
მიმღები: ალექსანდრე სხირტლაძე" - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.