საქართველომ ერთა ლიგის გათამაშება ბრწყინვალე გამარჯვებით დაიწყო - ქართველებმა ჩეხები 4:1 დაამარცხეს
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ჩეხეთი დაამარცხა. საბოლოდ შეხვედრა ანგარიშით 4:1 დამთავრდა.
მატჩის პირველ ნახევარში ანგარიში პენალტით ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა. ხოლო, შეხვედრის მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა სამი გოლი გაიტანეს. მატჩის მეორე გოლი გიორგი ჩაკვეტაძემ გაიტანა, მესამე გოლით საქართველოს ნაკრებს უპირატესობა გიორგი მიქაუტაძემ მოუტანა, ხოლო მეოთხე გოლი გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა.
მატჩი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა. ამასთან, რესპუბლიკის მოედანზე მოწყობილი იყო შესაბამისი სივრცე, სადაც დიდ ეკრანზე მატჩის ყურება იყო შესაძლებელი.
ვიდეო: geo team