საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ჩეხეთს 2:0-ს უგებს - მე-2 გოლი გიორგი ჩაკვეტაძემ გაიტანა
უეფას ერთა ლიგის გათამაშების პირველი ტურის შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩეხეთს ანგარიშით 2:0 ამარცხებს.
მეორე გოლი გიორგი ჩაკვეტაძემ გაიტანა. მანამდე, პირველი გოლით, პენალტით ანგარიში ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა.
ცნობისთვის, მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე იმართება. ამასთან, რესპუბლიკის მოედანზე მოწყობილია შესაბამისი სივრცე, სადაც დიდ ეკრანზე მატჩის ყურებაა შესაძლებელი.
ვიდეო: geo team
ფოტო: ეროვნული ნაკრები