ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების პრიზიორებმა მედლები ქართველ გულშემატკივარს წარუდგინეს - კადრები მოედნიდან
პარიზის 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების ქართველმა პრიზიორებმა მოპოვებული მედლები ქართველ გულშემატკივარს წარუდგინეს.
პარიზიდან სხვადასხვა სინჯის მედლებით დაბრუნებულ ქართველ სპორტსმენებთან შეხვედრის შესაძლებლობა ფეხბურთის ქომაგებს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჰქონდათ, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მატჩს ჩეხეთის წინააღმდეგ მატჩს მართავს.პარიზის ოლიმპიადაზე ქართველმა სპორტსმენებმა 3 ოქროს, 3 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, რაც ისტორიაში საუკეთესო შედეგია. შესაბამისად, საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა დაიკავა ისტორიაში ყველაზე მაღალი, 24-ე ადგილი გუნდურ ჩათვლაში.
რაც შეეხებათ ქართველ პარალიმპიელებს, მათ ანგარიშზე ხუთ სახეობაში ასპარეზობის შედეგად, ამ ეტაპზე 7 მედალია - 1 ოქროს, 3 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს. პარიზის თამაშებზე 6 სახეობაში 14 პარასპორტსმენი ასპარეზობს, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.
ვიდეო: ეროვნული ნაკრები