ჩეხეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ერთა ლიგის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ჩეხეთს უმასპინძლებს. ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ძირითადი შემადგენლობა დაასახელა: მამარდაშვილი, კაკაბაძე, კაშია, გველესიანი, დვალი, ლოჩოშვილი, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, მიქაუტაძე.
დღეს, 7 სექტემბერს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.
საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის გათამაშების პირველი ტურის შეხვედრას გამართავს.
მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 20:00 საათზე გაიმართება.
ამასთან, რესპუბლიკის მოედანზე მოეწყობა შესაბამისი სივრცე, სადაც დიდ ეკრანზე მატჩის ყურება იქნება შესაძლებელი.
ვიდეო: Geo team