"სირცხვილია და მეტი არაფერი! ხელოვნება ჩვენს ქვეყანაში ასე არ აინტერესებდეთ და არ აფასებდნენ, ძალიან სამწუხაროა" - ლენუკა ყიფშიძე ზურა ყიფშიძის გადაცემის დახურვას ეხმაურება
საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველ არხზე" მსახიობ ზურა ყიფშიძის გადაცემა "ჰოპლა! ჩვენ ვცოცხლობთ" დაიხურა. ფაქტს მსახიობის შვილი ლენუკა ყიფშიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება.
"ხელოვნება ჩვენს ქვეყანაში ასე არ აინტერესებდეთ და არ აფასებდნენ, ძალიან სამწუხაროა. აი, ძალიან... ამდენი წელია მამაჩემს ეს გადაცემა მიჰყავდა და დახურეს უკვე რამდენი ხანია. მერე უკვირთ რაღაც-რაღაცები. ხელოვან ადამიანს ჟანგბადი რომ გადაუკეტო და დატოვო უმოქმედოდ, იგივეა. სირცხვილია და მეტი არაფერი…. ერთ-ერთი საუკეთესო და საინტერესო გადაცემა იყო" - წერს ლენუკა ყიფშიძე.