loader

რას პასუხობს კრიტიკოსებს დიზაინერი ირაკლი რუსაძე, რომელმაც ია სუხიტაშვილის კაბის შექმნაში მიიღო მონაწილეობა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას პასუხობს კრიტიკოსებს დიზაინერი ირაკლი რუსაძე, რომელმაც ია სუხიტაშვილის კაბის შექმნაში მიიღო მონაწილეობა?

ვე­ნე­ცი­ის კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე ქარ­თვე­ლი რე­ჟი­სო­რის, დეა კუ­ლუმ­ბე­გაშ­ვი­ლის ახა­ლი ფილ­მის, "აპ­რი­ლი" პრე­მი­ე­რა გა­ი­მარ­თა, რაც ქარ­თუ­ლი კი­ნოს დიდი წარ­მა­ტე­ბაა. პრე­მი­ე­რა­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ მსა­ხი­ო­ბე­ბი: კახა კინ­წუ­რაშ­ვი­ლი, ია სუ­ხი­ტაშ­ვი­ლი და მე­რაბ ნი­ნი­ძე, რომ­ლე­ბიც კი­ნო­სუ­რათ­ში მთა­ვარ რო­ლებს ას­რუ­ლე­ბენ. მათ კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის წი­თელ პე­ცი­ა­ლუ­რად ხა­ლი­ჩა­ზე გა­ი­ა­რეს.

ია სუ­ხი­ტაშ­ვი­ლის კა­ბამ ქარ­თველ ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბელ­ში არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი შე­ფა­სე­ბე­ბი გა­მო­იწ­ვია, ზოგს მო­ე­წო­ნა მსა­ხი­ო­ბის არ­ჩე­ვა­ნი, ზო­გი­ერ­თმა კი გა­აკ­რი­ტი­კა.

კაბა ცნო­ბილ­მა ქარ­თულ­მა ბრენდმა, Situationist-მა შექ­მნა.

"სი­ტუ­ა­ცი­ო­ნის­ტი“ გუნ­დუ­რი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გია, მხო­ლოდ მე არ ვარ. ჩვენ გუნ­დი ვართ და ყვე­ლა ჩვენს საქ­მეს ვა­კე­თებთ. ვფიქ­რობ, არას­წო­რი იქ­ნე­ბო­და, თუ ჩვე­ნი ნაშ­რო­მის მხო­ლოდ ჩემს სა­ხელ­თან ყო­ფი­ლი­ყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი", - ეს დი­ზა­ი­ნერ ირაკ­ლი რუ­სა­ძის სი­ტყვე­ბია, რო­მე­ლიც დღეს­დღე­ო­ბით საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბულ და პო­პუ­ლა­რულ ბრენ­დს ხელ­მძღვა­ნე­ლობს.

ის და მისი გუნ­დი მსხვილ და სა­ინ­ტე­რე­სო შეკ­ვე­თებ­ზე მუ­შა­ო­ბენ. მათ სა­მოსს რო­გორც ქარ­თვე­ლი, ისე უცხო­ე­ლი კაშ­კა­შა ვარ­სკვლა­ვე­ბი იც­ვა­მენ.

"ერ­თობ­ლი­ვად ვი­მუ­შა­ვეთ. სა­ერ­თოდ, იშ­ვი­ა­თად ვმუ­შა­ობთ პერ­სო­ნა­ლურ შეკ­ვე­თებ­ზე, მაგ­რამ რო­დე­საც ასე­თი რამ ხდე­ბა, ეს არის მომ­ხმა­რებ­ლის და ბრენ­დის კო­ლა­ბო­რა­ცია. ამი­ტომ ყვე­ლა­ფე­რი ერ­თობ­ლი­ვად მიმ­დი­ნა­რე­ობს. კი, ამ­ჯე­რა­დაც გა­ვით­ვა­ლის­წი­ნეთ მსა­ხი­ო­ბის აზრი და ჩვე­ნიც შევ­თა­ვა­ზეთ.

დრეს­კო­დი იყო და­სა­ცა­ვი და ასე შე­იქ­მნა კაბა სპე­ცი­ა­ლუ­რად წი­თე­ლი ხა­ლი­ჩის­თვის.

ჩემი აზ­რით, იას ძა­ლი­ან ლა­მა­ზი და კარ­გი გა­რეგ­ნო­ბა აქვს, ასე­ვე არის ძა­ლი­ან ბუ­ნებ­რი­ვი. კაბა არ იყო რა­ი­მე­თი გა­და­მე­ტე­ბუ­ლი, უგე­მოვ­ნო. ამას­თან არის სადა" - ამბობს ირაკ­ლი რუ­სა­ძე.

ვრცლად სტატია წაიკითხეთ ambebi.ge-ზე>>>