საქართველოში მიწისძვრა მოხდა – სად იყო ეპიცენტრი?
საქართველოში 02:30 საათზე მიწისძვრა მოხდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრე 4.1 მაგნიტუდას შეადგენდა.
მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ დმანისთან, თბილისიდან 49 კილომეტრის დაშორებით იყო.