ხვიჩა კვარაცხელია მიმართვას ავრცელებს
7 სექტემბერს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ჩეხეთს უმასპინძლებს. მატჩის წინ, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს ხვიჩა კვარაცხელია.
„ხვალ ერთა ლიგის ჩვენს დივიზიონში პირველ მატჩს გავმართავთ! ვიწყებთ ახალ ეტაპს, განახლებული ენერგიებით, ძალებით და მოტივაციით“, - წერს ფეხბურთელი სოციალურ ქსელში.