"არ ვიცი, ლავროვი სად ხედავს საქართველოს იდენტობას, რომელიც ვითომცდა უცებ გვიბრუნდება - არსად დაკარგულა - მე შევახსენებ მას, რომ ჩვენი იდენტობა ძალიან ძლიერად დგას" - პრეზიდენტი
ზოგჯერ ვიღაცებს ავიწყდებათ, რომ მტრის პირველი მიზანია წაშალოს ჩვენი ძეგლები, რადგან ძეგლების წაშლა ჩვენი იდენტობის წაშლაა. და მე არ ვიცი, ლავროვი სად ხედავს საქართველოს იდენტობას, რომელიც ვითომცდა უცებ გვიბრუნდება, - არსად დაკარგულა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც კულტურული მემკვიდრეობის აღდგენა-შენარჩუნების საქმეში შეტანილი წვლილისა და ქვეყნისათვის გაწეული სამსახურისათვის რამდენიმე პირი დააჯილდოვა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქართული იდენტობა ძალიან ძლიერად დგას სწორედ იმიტომ, რომ გვაქვს ძლიერი საზოგადოება და ძლიერი შეგნება.