loader

"ისევ ისე უნდა ვიშრომოთ, ისევ ისე უნდა გვინდოდეს გამარჯვება, როგორც ევროპის ჩემპიონატამდე იყო" - რას წერს გურამ კაშია ჩეხეთთან მატჩამდე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ისევ ისე უნდა ვიშრომოთ, ისევ ისე უნდა გვინდოდეს გამარჯვება, როგორც ევროპის ჩემპიონატამდე იყო" - რას წერს გურამ კაშია ჩეხეთთან მატჩამდე

"მოლოდინი პოზიტიურია. ხანდახან ასე კმაყოფილი არ უნდა იყო. ვფიქრობ, ეს ჯგუფი ძალიან რთული სათამაშო იქნება. ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს. ზედმეტად თავდაჯერებულები არ უნდა ვიყოთ, ვფიქრობ. ეს წარმატება, რაც გვქონდა, გვერდზე უნდა გადავდოთ, უნდა გვახსოვდეს, მაგრამ ეს თამაში ახალი მუხტით უნდა ვითამაშოთ. არ უნდა დავუშვათ შეცდომა ამ ჯგუფში და ვიფიქროთ, რომ ადვილად მოვიგებთ. ადვილად ვერცერთ გუნდთან ვერ მოვიგებთ. ხანდახან მეგობრებს რომ ველაპარაკები, მეუბნებიან, რომ ჩეხეთს იოლად მოვუგებთ. ისეთი გარემოა შექმნილი, თითქოს საქართველო ტოპ კლუბია. ისევ ისე უნდა ვიშრომოთ, ისევ ისე უნდა გვინდოდეს გამარჯვება, როგორც ევროპის ჩემპიონატამდე იყო", - ამბობს ეროვნული ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია.