loader

"აუხსენით ზუგდიდელებს, რატომ ჩაიყარა წყალში 2 მილიონი ლარი თხილის ქარხნის აშენებისთვის, რომელიც დღეს გაძარცვულია" - ანა წითლიძე პრემიერს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"აუხსენით ზუგდიდელებს, რატომ ჩაიყარა წყალში 2 მილიონი ლარი თხილის ქარხნის აშენებისთვის, რომელიც დღეს გაძარცვულია" - ანა წითლიძე პრემიერს

„ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის, ანა წითლიძის განცხადებით, რამდენიმე დღის წინ "ქართული ოცნების" დელეგატმა დათა კოდუამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ევროსტანდარტებით აღჭურვილი თხილის საშრობი ააშენეს, სადაც ადგილობრივები დასაქმდნენ. წითლიძის განცხადებით, აღნიშნული ქარხნის აშენებაში 2 მილიონი ლარი დაიხარჯა და დღეს მიტოვებული და გაძარცვულია. ამას გარდა, 500.000 ლარის ღირებულების დანადგარები, რომლებიც სახელმწიფოს ფულითაა შესყიდული, შენობიდან გატანილია და როგორც წითლიძე აღნიშნავს, ზუგდიდის მოსახლეობისთვის ცნობილია, თუ ვინ არიან ადამიანები, რომლებმაც ამ შენობის გაძარცვაში მიიღეს მონაწილეობა. ანა წითლიძემ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს, მოუწოდა, რომ ზუგდიდში ჩავიდეს და ეს შენობა ადგილზე მოინახულოს.