loader

"არსებობდა ეჭვი და ასეც მოხდა..." - რას წერს რომან გოცირიძე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არსებობდა ეჭვი და ასეც მოხდა..." - რას წერს რომან გოცირიძე?

"ივლისის თვის შუა რიცხვებში პარლამენტმა სასწრაფოდ, მისთვის სარეკორდო ორ დღეში, მიიღო კანონი, რომლითაც მეცნიერებათა აკადემია უნდა შევსებულიყო 30 ახალი წევრ-კორესპონდენტით. არსებობდა ეჭვი, რომ ხელისუფლებამ ეს რუსული კანონის მხარდამჭერი უნივერსიტეტების ხელმძღვანელებისა და პროფესურის, ასევე, მომეცნიერო ყაიდის დეპუტატების დასაჯილდოებლად გააკეთა და კონკურსსაც წინასაარჩევნოდ გამოაცხადებდა. ასეც მოხდა. გუშინ მეცნიერებათა აკადემიამ გამოაცხადა კონკურსი 21 ახალი წევრ-კორესპონდენტის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად.

დავაკვირდეთ პროცესებს. ბევრ ნაცნობ სახეს ვიხილავთ, თანაც ისეთებსაც, რომელთა მეცნიერად მოხსენიება ღიმილის მომგვრელი იქნება." - წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.